დღეს - 12 დეკ
ფილიალის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: გასართობი გასართობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1600
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    გასართობი გასართობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ქართული
ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი „ჰეფი ლენდი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1600 ლარი თვეში + დამატებითი ანაზღაურება და ბონუსები.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
  • სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00 საათამდე, შეკვეთების მიხედვით — 22:00 საათამდე.
  • 20:00 საათის შემდეგ მუშაობა დამატებით ანაზღაურდება.
  • კვება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ.

დამატებითი ანაზღაურება
  • იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გრაფიკი მოიცავს 20:00-დან 22:00 საათამდე მუშაობას, თითოეულ ასეთ სამუშაო დღეზე თანამშრომელს დაერიცხება დამატებით 14 ლარი.
  • საბონუსე სისტემა
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას ემატება შესრულებული შეკვეთების რაოდენობაზე დამოკიდებული ბონუსი.
  • თვის განმავლობაში 70 შეკვეთის შესრულების შემდეგ ყოველ მომდევნო 10 შესრულებულ შეკვეთაზე გაიცემა 100 ლარის ბონუსი.

ანაზღაურების მაგალითები:
შესრულებული შეკვეთები - ჯამური ანაზღაურება
  • 70 შეკვეთა - 1600 ლარი
  • 80 შეკვეთა - 1700 ლარი
  • 90 შეკვეთა - 1800 ლარი
  • 100 შეკვეთა - 1900 ლარი
  • 110 შეკვეთა - 2000 ლარი

მითითებული თანხები არ მოიცავს 20:00 საათის შემდეგ მუშაობისთვის გათვალისწინებულ დამატებით ანაზღაურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ფინანსურ ან ბუღალტრულ საქმიანობასთან შეხება და აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ პირობას:
  • მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • ან ჰქონდეს ფინანსურ/ბუღალტრულ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება:
  • Excel-ის ცოდნა და ციფრებთან მუშაობის უნარი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის საბაზისო ცოდნა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდთან მუშაობის უნარი.

სწავლება და ადაპტაცია
შერჩეული კანდიდატი გაივლის სამუშაო პროცესის შესასწავლად აუცილებელ ტრენინგს.
ტრენინგის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ სამუშაო პროცესებისა და მოვალეობების ათვისების სისწრაფეზე. სწავლება გაგრძელდება მანამდე, სანამ კანდიდატი სრულყოფილად არ დაეუფლება პოზიციისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: Happyland2627@gmail.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები