შემდეგი
დღეს - 21 ნოე
სტანდარტი
საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა გაყიდვები ზედამხედველობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა გაყიდვებიზედამხედველობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
შენი მოვალეობა იქნება:
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FRbIRNDc
- უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანგარიშსწორების მიმართულებით;
- ანგარიშსწორების პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
- SWIFT -ის საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და საბანკო ანგარიშსწორებების ცოდნა;
- საკორესპონდენტო ანგარიშების (NOSTRO/LORO) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ადგილობრივი და საერთოშორისო გადარიცხვედის დამუშავების პროცესების ცოდნა;
- RTGS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდის მართვის ან სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
შენი მოვალეობა იქნება:
- საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მათ შორის ახალი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის/ცვლილების/დახურვის პროცესის კოორდინაცია და ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების, მოძრაობების, საკომისიოებისა და პროცენტების კონტროლის, ასევე ანგარიშების რეკონსილაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციების დროულობისა და სისწორის კონტროლი, მათ შორის SWIFT, B2B და RTGS არხებით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში;
- ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული SWIFT/ISO 20022 შეტყობინებებისა და სხვა შესაბამისი ტრანზაქციების ავტორიზაცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- ხაზინის მიერ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის FX, Money Market, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები) ანგარიშსწორების, შესაბამისი ბუღალტრული ასახვისა და შეტყობინებების კონტროლი/ავტორიზაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების, გაურკვეველი თანხებისა და ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებული სატრანზიტო ანგარიშების დროული დამუშავებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- RTGS სისტემაში და სხვა ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურებში განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, შეუსაბამობებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
- ჯგუფის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე ყოველდღიური/პერიოდული კონტროლის განხორციელება, საკონტროლო მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონტროლების ინიცირება;
- ოპერაციული ინციდენტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების მართვა: მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაცია და განმეორების პრევენცია;
- ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადებისა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/მენეჯმენტთან დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების, სისტემების, მოდულებისა და მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვის პროცესებში მონაწილეობა; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნების განსაზღვრა, ტესტირების ორგანიზება და შედეგების შეფასება;
- ანგარიშსწორების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და დანერგვის კოორდინაცია;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FRbIRNDc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
სხვა
გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები