შემდეგი
დღეს - 14 ნოე
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: koleji.erqvani@gmail.com
ტელეფონი: +995 599 79 26 65
მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ.N 10
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
პროფესიული განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1065
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
სსიპ პროფესიული კოლეჯი ერქვანი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ოვალეობები:
- საფრთხეების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კოლეჯის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- კოლეჯის თანამშრომლების კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
- კოლეჯში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
- აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
- შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
- პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
- კოლეჯში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
- პირველადი დახმარების ყუთების განთავსება და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე; ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
- კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და დირექციასთან წარდგენა;
- შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კოლეჯის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- ქვეყანაში არსებული სტანდარტის შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
- დირექციის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
- სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება.
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
- გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულება დირექტორთან;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: koleji.erqvani@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 79 26 65
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები