სსიპ პროფესიული კოლეჯი ერქვანი

erqvaniprof.ge
სექტორი
განათლება
ვებ გვერდი
erqvaniprof.ge

ქ. ამბროლაურში, 1982 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა:

  1. 1982-1984 წლები - ამბროლაურის N156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  2. 1984-1990 წლები - ამბროლაურის N156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  3. 1990-1991 წლები - ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
  4. 1991-2001 წლები - ამბროლაურის N156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი
  5. 2001-2008 წლები - ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი
  6. 2008-2011 წლები - ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი
  7. 2011 წლიდან დღემდე - სსიპ პროფესიული კოლეჯი ,, ერქვანი’’

2010-2011 წელს განხორციელებული რეფორმით, შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, ჩამოყალიბდა პროფესილი კოლეჯი ,, ერქვანი“ , როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის პროფესიული მომზადების სასწავლო დაწესებულება.

აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო, მისთვის სპეციალურად აშენებულ, იმ დროისათვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისათვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან სასწავლებელმა ფუნქციონირებ გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. N10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებდა სტუდენტთა მომზადებას, როგორც სახელობო პროგრამებში, ასევე ახორციელებდა მოკლევადიანი გდამზადების კურსებს UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა; მშენებლობა; გადამამუშავებელი მრეწველობა; ტურიზმი; ხელოვნება და სხვა.

ქ. ამბროლაურში, 1982 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა:

  1. 1982-1984 წლები - ამბროლაურის N156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  2. 1984-1990 წლები - ამბროლაურის N156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  3. 1990-1991 წლები - ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
  4. 1991-2001 წლები - ამბროლაურის N156 სასოფლო-სამეურნეო სა...

მიმდინარე განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაური
17 მაი - 27 მაი
პროფესიული მასწავლებელი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაური
29 აპრ - 29 მაი