დღეს - 15 ნოე
სტანდარტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია ჟურნალისტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები ტელევიზია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს. თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ!

გაგვაგებინე, თუ:
  • კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით;
  • თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება;
  • შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა;
  • კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი.

რას ველით შენგან:
  • ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას;
  • ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას;
  • სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას;
  • მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია);
  • საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას;
  • მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას).

სამუშაო განაკვეთი: სრული

შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ხელოვნება / მედია
ჟურნალისტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები