დღეს - 25 ნოე
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
  • ტექნიკური უნარები: FINA-ს საბუღალტრო პროგრამა; Microsoft Excel
კომპანია "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გელით!
კომპანია "ჭიტა" 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.

ძირითადი მოვალეობები:
  • საბუღალტრო აღრიცხვის სრული მართვა და წარმოება კომპანიის საბუღალტრო ბაზაში;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დროული წარდგენა (RS.GE-ზე);
  • საბანკო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების კონტროლი, მონიტორინგი და ბაზაში ასახვა;
  • ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების, პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და გატარება;
  • დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების წარმოება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი დანერგვა კომპანიის აღრიცხვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება .
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და BAF/IFRS სტანდარტების ღრმა ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და რეალიზების შესაძლებლობას.

განაცხადის შევსების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@chita.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject)- ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები