დღეს - 20 ნოე
სტარტი
ბუღალტრის თანაშემწე
ფოთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • ენები: ქართული
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიან ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე;

ვაკანსიის მდებარეიბა: ქ.ფოთი
პოზოცია: ბუღალტრის თანაშემწე
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1 საათი შესვენება)
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ნედლეული, სახარჯი მასალები და სხვა მარაგები) მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
  • მარაგებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა: შესყიდვა, გადაადგილება, ჩამოწერა და ნაშთების კონტროლი;
  • თანამშრომელთა კვების სარგებლის დაანგარიშება და დარიცხვა, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • სახარჯი მასალების პროგრამული ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • მენეჯმენტის შიდა სააღრიცხვო ფაილებში მიმდინარე საწარმოო პროცესების ასახვა, მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
  • საწვავის შესყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
  • საწვავის ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში საჭირო ინფორმაციის მომზადება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
  • საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროპესიული განათლება.
  • სასურველია წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოპილად ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საბურალტრო პროგრამა balance-ის და oris-ის ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობა.
  • კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • კომფორტული სამუშაო გარემო

კანდიდატების შერჩევა მოხდება:
სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 20 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ბუღალტრის თანაშემწე
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები