დღეს - 24 ნოე
სატელეფონო ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს ნომრებიდან შეკვეთების მიღება
  • კომუნიკაცია და პრეტენზიების რეგისტრირება/ჩაწერა/ჩანიშვნა
  • საჭიროებისამებრ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr.tbilisi@sheraton.com
გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება
აპლიკაციები მიღების ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები