დღეს - 18 ნოე
სტანდარტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სოლარ ავტო აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ ელექტრომობილების დამტენების ქსელის მზარდი კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, ტექნოლოგიების მოყვარულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა შემომავალ ზარებზე პასუხი, კითხვებზე რეაგირება და კონსულტაციის გაწევა.
  • მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციის ინსტალაციასა და გამოყენებაში დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამტენების ადგილზე შემოწმება და პირველადი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/გადაჭრა.
  • რთული ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის ტექნიკურ/საინჟინრო გუნდთან გადამისამართება.
  • ხშირად დასმული კითხვებისა და გავრცელებული პრობლემების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია ადგილზე გასვლებისთვის).
  • სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარი (პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა ( ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი (Problem-solving).
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.

პირობები:
  • ანაზღაურება; გამოცდილების მიხედვით
  • სამუშაო გრაფიკი: პირველ ეტაპზე ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00
  • შემდგომ შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით მუშაობა.
  • ლოკაცია: თბილისი, ვ.ბატონიშვილის 19

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: sh.bekauri@solarauto.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები