დღეს - 20 ნოე
სტანდარტი
წარმოების დირექტორი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი, წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი, წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: რუსული,ინგლისური

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.


საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.


შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)

ანაზღაურება: შეთანხმებით

ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი.


ფუნქცია/მოვალეობები:

  • საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება;
  • დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;
  • წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდა და ოპტიმიზაციის ინიცირება;
  • საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და დანერგვა;
  • ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
  • სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მკაცრი დაცვა და შესაბამისობის კონტროლი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; საკვების წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი.


პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები

  • განვითარებული ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, გუნდის მოტივაციისა და ეფექტური მართვის გამოცდილებით;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობით;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე პარტნიორებთან;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად/სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.


ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xsmdN8gd


გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი,
წარმოება/ქარხნის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები