დღეს - 11 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები, ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები, ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებიტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
AFG Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი
AFG Retail Georgia AFG International Company-ის ნაწილია, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე. კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და მოდის, სილამაზის, ცხოვრების სტილისა და სხვა მიმართულებებით მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს.
კომპანიის პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol და KIKO Milano. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.
AFG Retail-ის გლობალური ქსელი 8 ბაზარზე 700-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს და 38 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. 7 500-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, კომპანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალარხიან სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრული არხების მეშვეობით
პოზიციის მიზანია:
მაღაზიაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაკარგების პრევენცია და უსაფრთხოების სისტემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. პოზიცია გულისხმობს მაღაზიის შესასვლელთან მუდმივ კონტროლს და აქტიურ ჩართულობას ქურდობის პრევენციის პროცესებში.
რას გააკეთებ:
- მაღაზიის შესასვლელთან პოზიციონირება და მომხმარებელთა ნაკადის უწყვეტი კონტროლი;
- უსაფრთხოების ანტენების (EAS) ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება;
- სიგნალის დაფიქსირებისას პროდუქციისა და მომხმარებლის კორექტული და პროფესიული გადამოწმება კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სრული დაცვით;
- სავარაუდო ქურდობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული მოქმედებების განხორციელება;
- დანაკარგების პრევენციის მონიტორინგის ოფიცრებთან და ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;
- საეჭვო ქცევის მქონე პირების დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
- ინციდენტების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების დოკუმენტირება და ანგარიშგება დადგენილი ფორმატით;
- მაღაზიაში წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
- მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა
- ვიდეოკონტროლისა და უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);
- ხელმძღვანელობისა და დანაკარგების პრევენციის გუნდის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მნიშვნელოვანია, გქონდეს/იყო:
- სასურველია დაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკვირვების უნარი;
- კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ დაზღვევას;
- ანაზღაურება-1500 ლარი;
- კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.
- სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00-მდე (5 სამუშაო დღე, დასვენება კვირის განმავლობაში 2 დღეს, პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/s8uGIDc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები,
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
