დღეს - 07 ნოე
უსაფრთხოების მენეჯერი
თბილისი, გლდანი, წყალსადენის ქ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა უსაფრთხოების ოპერაციები, ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    უსაფრთხოება / დაცვა უსაფრთხოების ოპერაციები, ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, წყალსადენის 7.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში არსებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქურდობის ფაქტების პრევენცია;
  • წუნდებული პროდუქციის აუთლეტში გადატანის მიზნობრიობისა და საჭიროების დადგენა
  • საწყობებიდან პროდუქციის რეალიზაციის შესაბამისად და სტანდარტის დაცვით გასვლის პროცესის მონიტორინგი;
  • პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია პრობლემის აღმოფხვრის მიზნით
  • დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა და პროცესის მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მიერ გამოწერილი ფასდაკლებების კონტროლი;
  • თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრა;
  • გეგმიური და არაგეგმიური აღწერების დროს დანაკლისებში არსებული პროდუქციის მოკვლევა-მოძიების პროცესის წარმოება;
  • გუნდში ჯანსაღი ურთიერთობების და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელთან გარკვული პერიოდულობით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები,
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები