დღეს - 05 ნოე
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)
თბილისი, ფონიჭალა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)

ძირითადი მოვალეობები:
  • FMCG (სწრაფად მოხმარებადი კვების პროდუქტების) სექტორში B2B და კორპორატიული კლიენტების (ქსელური ობიექტები, მსხვილი კომპანიები, სადისტრიბუციო/საბითუმო პარტნიორები) მოზიდვა და მართვა;
  • არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა;
  • პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება, კომერციული წინადადებების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება, პროგნოზირება და მუდმივი მონიტორინგი;
  • FMCG ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და ფასწარმოქმნის ანალიზი;
  • პროდუქციის ასორტიმენტის სწორი როტაციისა და ობიექტებზე წარმოდგენადობის (მერჩენდაიზინგის სტანდარტების) კონტროლი;
  • შეკვეთების მიღების, მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვა;
  • დებიტორული დავალიანებების მართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება FMCG სექტორში, B2B ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში);
  • FMCG ბაზრისა და სადისტრიბუციო ქსელების სპეციფიკის კარგი ცოდნა;
  • ეფექტური მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობისა და გაყიდვების დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია
  • განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: sandomicareer@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები