დღეს - 06 ნოე
უძრავი ქონების აგენტი
თბილისი, საბურთალო, ს.ჩიქოვანის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 12 69 18
მისამართი: სიმონ ჩიქოვანის 49

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება კომერციული უძრავი ქონება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები, სხვა უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • მივლინებები: კი(ქვეყანაში+საზღვარგარეთ)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
Best Sellers Group აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენს შესახებ:
Best Sellers Group არის დინამიკური და მზარდი კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევასა და გუნდის წევრების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.

თუ ეძებ სამუშაოს, სადაც შენი შემოსავალი არ არის შეზღუდული და პირდაპირ დამოკიდებულია შენს შრომასა და აქტიურობაზე, ეს ვაკანსია შენთვისაა! გამოცდილება არ არის სავალდებულო — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ სწავლებასა და მხარდაჭერას ნულოვანი ეტაპიდან.

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების (ბინები, კომერციული ფართები) მოძიება;
  • მესაკუთრეებთან და პოტენციურ მყიდველებთან/მოიჯარეებთან კომუნიკაცია;
  • ობიექტების ადგილზე დათვალიერება, ფოტო/ვიდეო გადაღება და აღწერილობის მომზადება;
  • კლიენტებისთვის ობიექტების პრეზენტაცია და ჩვენება;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დადებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამებისა და სოციალური ქსელების საბაზისო დონეზე ცოდნა.

რას გთავაზობთ:
  • მაღალ გამომუშავებაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას (მოქნილი და მაღალი საკომისიო სისტემა);
  • უფასო პროფესიულ სწავლებას და გამოცდილი მენტორების მხარდაჭერას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 511 12 69 18
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები