დღეს - 04 ნოე

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა ექსკურსიათმცოდნეობა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
სიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი
ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება;
  • მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
  • ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა;
  • მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია;
  • მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის;
  • მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
  • ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
  • 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის B2 დონეზე
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ტურიზმი/გართობა
ექსკურსიათმცოდნეობა
ნახვები
უნიკალური ნახვები