დღეს - 31 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა გამოცდილების მართვა ( CXM) - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)მომხმარებელთა გამოცდილების მართვა ( CXM) - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი - Customer Journey Manager
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი / მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ
მოქმედების ვადა: 15/10/2026
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
რას გააკეთებ?
- განსაზღვრავ და გაზომავ საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს;
- დააორგანიზებ მომხმარებლების კმაყოფილების კვლევებს, გააანალიზებ და შეიმუშავებ რეკომენდაციებს გუნდისთვის;
- გამოავლენ მომსახურებაში არსებულ ხარვეზებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
- იმუშავებ Agile გუნდებთან მომხმარებლის გამოცდილების საკითხებზე;
- მოამზადებ ანგარიშებს და პრეზენტაციებს მენეჯმენტთან განსახილველად;
- იზრუნებ იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
აუცილებელია გქონდეს:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრატურა - ბიზნესის მიმართულებით);
- პროექტების მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
- გაყიდვების, მარკეტინგის ან მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო მომსახურების სპეციფიკის ცოდნა;
- ექსელის და სტატისტიკური ანალიზის საბაზისო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Power Point და სხვა);
- ინგლისური ენის ცოდნა.
ეს როლი შეგეფერება, თუ:
- ხარ ემპათიური;
- თვლი, რომ ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;
- ხარ ენერგიული, მოტივირებული და გამბედავი.
- გაქვს პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარი;
- გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გიყვარს გუნდში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა. შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ, Agile გუნდებთან ერთად.
- გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინირების უნარი;
- გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები;
- მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარ შედეგებზე ორიენტირებული;
- გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი.
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C8Sn6
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა გამოცდილების მართვა ( CXM)
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

