დღეს - 30 ოქტ
უსაფრთხოების თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული მანდატურის სამსახური უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება სკოლამდელი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1250

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომელის (სართულის დაცვა, მანდატურის ფუნქციით) თანამდებობაზე

საშტატო ერთეულის რაოდენობა: 2 (სასურველია გენდერული ბალანსის დაცვა)
  • სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა და მოსწავლეთა უსაფრთხოების ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი.
  • უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევებზე უშუალო და ოპერატიული რეაგირება.
  • კონფლიქტური და რისკის შემცველი სიტუაციების მართვა და შესაბამისი რეაგირება.
  • მოსწავლეთა და სხვა პირთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის ვიზუალური მონიტორინგი.
  • საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მშვიდი გარემოს შენარჩუნება და დერეფანში ზედმეტი მოძრაობის აღკვეთა .
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
  • მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესითა და უსაფრთხოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
  • ყოველი ინციდენტის შემთხვევაში წერილობით აფიქსირებს ფაქტს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას პასუხისმგებელი პირისთვის.
  • აწარმოებს მისთვის განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებსა და ანგარიშგებას.
  • ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლს.
  • მონაწილეობს საგანგებო და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში
  • აწარმოებს მისთვის ფუნქცია-მოვალეობით განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს და ანგარიშგებას.
  • ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ახორციელებს დღის განმავლობაში გამოვლენილი უსაფრთხოებისა და საკითხების შეჯამებას.
  • ახორციელებს სკოლის უსაფრთხოების წესებითა და დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია მის თანამდებობრივ მოვალეობასთან.

შენიშვნა: არჩეულ კანდიდატთან გამოსაცდელი ვადით გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.

ხელფასი 1250 ლარი;
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
ტელ: 2 78 96 11

გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ სკოლის მეილზე - school.albion@yahoo.com
იურიდიული
მანდატურის სამსახური
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები