დღეს - 04 ნოე
სტანდარტი
ხარჯების კონტროლის სპეციალისტი / კალკულატორი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი, მ. აბაშიძის გამზირი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 568 00 04 13

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ხარჯების მართვა, ხარჯთაღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), საბუღალტრო აღრიცხვა, მონაცემთა მართვა და ანალიზი (MS Excel Advance), ბიზნეს ინფორმატიკა
  • ენები: ქართული,ინგლისური
  • ტექნიკური უნარები: Microsoft Excel; FINA-ს საბუღალტრო პროგრამა; apex; Google Drive
  • პიროვნული უნარები: კრიტიკული აზროვნება; ანალიტიკური აზროვნება; დეტალების შემჩნევა; ბიზნეს აზროვნება; გადაწყვეტილების მიღება
მარე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარჯების კონტროლის სპეციალისტი (კალკულატორი) ბათუმში.

ჩვენ შესახებ: მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიას, წიგნის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.

პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც იზრუნებს, რომ ყოველი რეცეპტი, პროდუქტი და ციფრი ზუსტი და გამჭვირვალე იყოს.

პოზიციის მიზანი:
  • ხარჯების კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ზუსტ აღრიცხვაზე, მენიუს თვითღირებულების გაანგარიშებასა და ხარჯების ანალიზზე. იგი მენეჯმენტს აწვდის სანდო მონაცემებს, რომლებსაც ეფუძნება კომპანიის გადაწყვეტილებები.

ძირითადი მოვალეობები:
  • ⁠სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაში
  • ⁠მენიუს თვითღირებულების დათვლა (კალკულაციები), ანალიზი და პროგრამული ასახვა
  • ⁠წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული ასახვა, კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი
  • ⁠წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული ასახვა და ანალიზი
  • ⁠ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი წუნდებული ნედლეულისა და პროდუქციის აღრიცხვა
  • ⁠საწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია, ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენა
  • ⁠თვითღირებულების კონტროლი, რეცეპტურისა და გადახრების ანალიზი
  • ⁠ნედლეულისა და მზა ნაწარმის დღიური ნაშთების კონტროლი
  • ⁠მენეჯმენტისთვის ხარჯების ანალიტიკის წარდგენა

მოთხოვნები:
  • ⁠ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ან მსგავსი მიმართულებით)
  • ⁠FINA-ს ან Apex-ის ცოდნა
  • ⁠Excel-ის კარგი ცოდნა
  • ⁠სიზუსტე, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება

უპირატესობა მიენიჭება:
  • ⁠კალკულაციის გამოცდილებას, განსაკუთრებით კვების სფეროში
  • ⁠ინგლისური ენის ცოდნას

რას გთავაზობთ:
  • ⁠სრულ განაკვეთზე დასაქმებას
  • ⁠პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

განაცხადი: CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: „ხარჯების კონტროლის სპეციალისტი – სახელი, გვარი“.
ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026. გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯების მართვა,
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები