დღეს - 16 ოქტ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, მარაგების მართვა/Inventory - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, მარაგების მართვა/Inventory - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯიაიჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: საწყობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
პოზიციის მიზანი: საწყობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, შენახვა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა;
- საწყობში შემოსული და გასული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კონტროლი და მათზე მატერიალური პასუხისმგებლობა;
- მიღებული საქონლისა და სათადარიგო მარაგნაწილების საწყობში განთავსება;
- ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
- სასაწყობე სივრცეში პროდუქციის დაცლა/დატვირთვის სამუშაოების ხელმძღვანელობა;
- საწყობში აღრიცხვის ოპერაციების წარმოება, შემოსული და გასული პროდუქციის დოკუმენტების სისწორის კონტროლი, სათანადო ჟურნალში მათი აღრიცხვა;
- საქონლისა და მარაგნაწილების გაცემის ორგანიზება;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების შენახვის წესების დაცვა;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ლოჯისტიკსა და საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- MS Office სტანდარტული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- მდებარეობა: საქართველო (ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად);
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს დარბაზის ულიმიტო აბონიმენტი, მობილურის ლიმიტი.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-yXJD5f
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16.10.2026
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი,
მარაგების მართვა/Inventory
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

