შემდეგი
დღეს - 28 ოქტ
სტანდარტი
უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hillcity.sales@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;
პოზიციის მიზანია გაყიდვების და გაქირავების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;
ფუნქციები:
- კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
- კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
- გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
- მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი
- გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
CV-ის განხილვა
გასაუბრება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი +ბონუსი გაყიდული უძრავი ქონებიდან
სტაჟირება: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი".
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები