დღეს - 28 ოქტ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, გლდანი, ბოჭორიშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
კომპანია სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სფეის კარგო არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შესაბამისი საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
  • გადამისამართებული საკითხების შემდგომი მონიტორინგი;
  • მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი: 14:00–21:00;
შაბათი: 11:00–17:00;
თვეში 2 შაბათი სამუშაო, 2 შაბათი — დასვენება;
შესვენება — 1 საათი.

სამუშაო ადგილი:
თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8.

ანაზღაურება:
  • საწყისი ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.
  • თანამშრომლის სამუშაო შედეგების, პასუხისმგებლობისა და განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა:
  • 3 თვის შემდეგ — 1 000 ლარამდე;
  • მომდევნო 3 თვის შემდეგ — 1 200 ლარამდე.

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ლოგისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge
მნიშვნელოვანია: ელ.ფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“. სხვა სათაურით გამოგზავნილი განაცხადის იდენტიფიცირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია