28 სექ - 27 ოქტ
აუდიტორი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები შიდა აუდიტი, აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები შიდა აუდიტი, აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,ქართული
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე, შიდა აუდიტის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

პოზიციის ზოგადი აღწერა
პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და ზოგადი გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
  • აუდიტის სასამხურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
  • რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწალა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
  • გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
  • წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება;
  • პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
  • სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადახვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
  • კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
  • არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მათემატიკური, ეკონომიკური, ბიზნესის და ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით;
  • ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამუშაო გამოცდილება აუდიტის, შიდა კონტროლის, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში პროცედურული ან ბიზნესს ანალიზის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
  • MS Office -ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • ინგლისურის კარგად ცოდნა (გამართულად წერის და საუბრის უნარი).

ძირითადი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ობიექტურობა;
  • კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
  • დელატებზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი,
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები