დღეს - 27 ოქტ
ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშოს აღწერა:
  • სკოლის ტერიტორიის მონიტორინგი
  • სკოლაში წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა
  • მოსწავლეების ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა
  • კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და პრევენცია

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ორგანიზებულობა
  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
  • კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება
გაცნობებთ, რომ შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.

უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები