დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
PET წარმოების ოპერატორი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება შეფუთვა და კონტეინერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება შეფუთვა და კონტეინერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,რუსული,უკრაინული,ინგლისური
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე: PET წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
  • კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
  • ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • მაღალი ხარისხის PET და PEპროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
  • მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
  • გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
  • საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
  • ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი,
სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1500 ლარი ხელზე ან 8,97 ლარი საათში სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე)(დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები