დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
მიმტანი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kvarelilake.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, სხვა
- ენები: ქართული
სასტუმრო კომპლექსი „ყვარლის ტბა“ მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში და სტუმრებს სთავაზობს 100 ნომრიან სასტუმროს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სერვისით, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეებს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ველობილიკებსა და მრავალფეროვან გასართობ ინფრასტრუქტურას.
ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე და ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გაიზიარებენ სტუმარმასპინძლობის საუკეთესო სტანდარტებს.
სასტუმრო „ყვარლის ტბა“ გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს მიმტნის პოზიციაზე და პროფესიონალ გუნდთან ერთად იზრუნოთ სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: დინამიური ცვლები
რას გთავაზობთ:
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიურ გუნდში მუშაობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
- მენიუს შეთავაზება და შეკვეთების მიღება;
- შეკვეთების დროული და ხარისხიანი მიწოდება;
- მაგიდების მომზადება და სისუფთავის, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- ანგარიშსწორების სწორად წარმოება და კონტროლი.
მოთხოვნები:
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- თავაზიანობა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV: hr@kvarelilake.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „მიმტანი“.
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „ყვარელი პალასმა“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების პროცესის მიზნებისთვის. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები
