დღეს - 17 ოქტ
სტანდარტი
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@maqro.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,თურქული
MAQRO Group არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge
შემოუერთდით ჩვენს გუნდს
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანი კოორდინირება, ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა და დავალებების დროული შესრულების კონტროლი. თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
პოზოცია აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი - თურქული, ინგლისური და ქართული ენების ცოდნით
სამგორი, თბილისი, საქართველო
უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები
სრული განაკვეთი,
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები
- სხვადასხვა დეპარტამენტს შორის კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების კოორდინირება;
- ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
- გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და დროულად დასრულების უზრუნველყოფა;
- შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება და შეხვედრის ოქმების წარმოება;
- საქმიანი კორესპონდენციის მომზადება, თარგმნა და მართვა სხვადასხვა ენაზე;
- ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა საქმიანი დოკუმენტების მომზადება;
- დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მოწესრიგებული ფორმით წარმოება და შენახვა;
- ხელმძღვანელობის მხარდაჭერა დაგეგმვის, სამუშაო გრაფიკის მართვისა და პროექტების კოორდინირების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5+ წელი
- თურქული, ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად - სავალდებულოა;
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- Microsoft Office-ის პროგრამების - Word, Excel, PowerPoint და Outlook - კარგად ცოდნა;
- რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პროფესიონალიზმი და დეტალებისადმი ყურადღება.
ჩვენ გთავაზობთ
- დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში.
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას,
- კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და უნარებს, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV სასურველია ინგლისურ ან თურქულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@maqro.ge
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
