დღეს - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ფილიალის მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა (40 სთ)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მომიჯნავე სფერო);
- აუცილებელია ფილიალის/შოურუმის მართვის გამოცდილება 2წ+ სფეროში (სასურველია ავტო/მოტო ინდუსტრიაში);
- გუნდის მართვის უნარი
- სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C ან სხვა ERP სისტემა) და MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულება, რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა
- გუნდის მართვა, მოტივირება, დავალებების გადანაწილება და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
- შოურუმის მარაგების მონიტორინგი, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, პროდუქციის დასტიკრებისა და ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
- ლოგისტიკისა და სერვისის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქციის მიწოდების, ტექნიკის შემოწმებისა და სათადარიგო ნაწილების/სერვისის შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
- მომხმარებლებთან ურთიერთობა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის სტანდარტის შენარჩუნება
- შოურუმის გამართული ფუნქციონირების, წესრიგის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/w9bXCYO
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
