14 სექ - 22 სექ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი იწვევს ენერგიულ, მიზანდასახულ და მოტივირებულ კანდიდატებს დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ეძებ შესაძლებლობას, დაიწყო პროფესიული კარიერა, განვითარდე დინამიკურ გარემოში და ამავდროულად შეინარჩუნო მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მაშინ:

ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლა და სტაჟირება: ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება გამოცდილი მენტორებისგან;
  • მოქნილი გრაფიკი : 10:00-18:00 საათამდე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო/ბონუსი შენი შედეგების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის #1

გექნება შესაძლებლობა:
  • SME (მცირე და საშუალო ბიზნესის) და საცალო დაზღვევის პროდუქტების პრეზენტაცია/რეალიზაცია;
  • არსებულ პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, მათთვის ახალი პროდუქტების გაცნობა და კონტრაქტების განახლება;
  • შენი ყოველდღიური მიღწევების აღრიცხვა და ანგარიშგება;

ვის ვეძებთ:
  • სტუდენტს (დამამთავრებელი კურსი) ან უმაღლესი განათლების მქონე მოტივირებულ ადამიანს;
  • ადამიანს, ვისაც უყვარს კომუნიკაცია და სურს განვითარდეს გაყიდვების სფეროში;
  • ინგლისური ენის მცოდნეს (საკომუნიკაციო დონეზე);
  • საოფისე პროგრამების მცოდნეს (მომხმარებლის დონეზე);

თუ გაქვს:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და სწავლის სურვილი;
  • მაღალი ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი,
ჯანმრთელობის დაზღვევა
ნახვები
უნიკალური ნახვები