დღეს - 14 ოქტ
დაცვის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Novotel Tbilisi Center საერთაშორისო სასტუმრო და Accor Group-ის წევრი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბრის ცოცხალ უბანში და გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტუმართმოყვარეობას კულტურულ ხიბლთან.

Novotel Tbilisi Center ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დაუვიწყარი დასვენების უზრუნველყოფაზე სტუმრებისთვის. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს გლობალურად სანდო ბრენდისა და საინტერესო სამუშაო გარემოს ნაწილად გახდომას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში სტუმრების დაცვის სამსახურის ოფიცერს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრებთან პირდაპირ კომუნიკაციას და აერთიანებს საიმედო დაცვას პროაქტიულ მასპინძლობასა და საოპერაციო მხარდაჭერასთან.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • სასტუმროს ტერიტორიის მონიტორინგი და საოპერაციო, უსაფრთხოებისა თუ დაცვის რისკების იდენტიფიცირება.
  • სტუმრების პროფესიონალურ დონეზე დახვედრა (მისალმება) და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების თვალსაჩინო წერტილის უზრუნველყოფა.
  • ბარგის გადაადგილებისა და სტუმრების გადაადგილების მხარდაჭერა საოპერაციო საჭიროების შემთხვევაში და პოზიციით განსაზღვრულ ფარგლებში.
  • სტუმრების დახმარება ორიენტაციაში (მიმართულების მიცემა), სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ტერიტორიაზე დაშვებასა და სხვა პრაქტიკული მოთხოვნების გადაჭრაში.
  • მიღება-განთავსების სამსახურის (Front Office) და სხვა განყოფილებების მხარდაჭერა დატვირთული პერიოდების, სტუმრების მასობრივი ჩამოსვლის, გამგზავრებისა და საოპერაციო შეფერხებების დროს.
  • ხალხის ნაკადის მართვაში დახმარება ღონისძიებების მიმდინარეობისას, ასევე შესასვლელებთან ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და სხვა საოპერაციო სიტუაციების მხარდაჭერა.
  • VIP სტუმრების, ჯგუფებისა და სპეციალური ღონისძიებების მხარდაჭერა დაკისრებული დავალებების შესაბამისად.
  • საგანგებო ევაკუაციის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ბიზნესის უწყვეტობის პროცედურების უზრუნველყოფა.
  • სასტუმროს ტერიტორიაზე შემოვლის განხორციელება და არსებული საკითხების ჩანიშვა-აღმოფხვრა;
  • საჭიროებისამებრ სტუმართა მოთხოვნების სეგმენტირება და შესაბამის დეპარტამენტში გადაცემა;
  • აკრძალული ნივთების სასტუმროს ტერიტორიაზე შემოტანის მეთვალყურეობა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • დაშვების კონტროლის, გასაღებების მართვის, ინციდენტების აღრიცხვისა და სასტუმროს აქტივების დაცვის პროცესების მხარდაჭერა.
  • უსაფრთხოების სისტემების, აღჭურვილობისა და მექანიზმების პერიოდული შემოწმება, მათ გამართულად მუშაობაზე რეგულარული ზრუნვა;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
  • ცვლის გადაბარებისას ფაქტობრივი, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და გადაუჭრელი საკითხების ზემდგომ მენეჯმენტისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საგანგებო სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად რეაგირების უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენის და მათ შესახებ ინფორმაციის სათანადო პირისთვის მიწოდების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას იმუშავოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
  • სამუშაო განრიგი: 12 საათიანი სმენები (დღე/ღამე )
  • ანაზღაურება თვეში 1200 ლარი
  • პროფესიონალური და მეგობრული გარემო
  • საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
  • კვება თანამშრომლებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები