03 სექ - 10 სექ
შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას #16
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული კლიენტებისთვის ახალი გადაზღვევის პროდუქტების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების კოორდინაცია და მიმოქცევის კონტროლი;
  • ანდერაიტინგის განყოფილებასთან გადაზღვევის პირობებისა და ტარიფის შეთანხმება;
  • არსებული კლიენტების გადაზღვევის პრემიების დროულად დაფარვების და დავალიანებების კოორდინაცია და კონტროლი;
  • პოტენციური კლიენტებისთის პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება, გადაზღვევის მომსახურების გაცნობის მიზნით;
  • პარტნიორ კომპანიებთან, კლიენტებთან, საბროკერეოებთან ურთიერთთანამშრომლობა და გადაზღვევის განხორციელების ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაციების მომზადება/განახლება.
  • კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად გადაზღვევის პროდუქტების სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების, დაზღვევის და/ან გადაზღვევის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპანიის პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები