დღეს - 03 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე – BYD-ის მსუბუქი, ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
- MS Office - ის ცოდნა;
- მართვის მოწმობის - B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება, როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობასა და მოქმედ აქციებზე;
- გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, მომხმარებლისთვის ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში;
- ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარებლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით;
- ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი;
- ავტომობილების მიღებაში მონაწილეობის მიღება (ვიზუალური დათვალიერება, დასაწყობების/პარკირების დაგეგმვა);
- შესაკვეთი ავტომობილების განსაზღვრა/დაგეგმვა/შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/ZOhyH
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
