დღეს - 02 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
თბილისი, მთაწმინდა, რ. ლაღიძის ქ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაბიზნეს განვითარების მენეჯმენტი გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
რას ვითხოვთ:
რას გთავაზობთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://benefits.selfrecruit.ge/s/Fx45C
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კომპანიის გაყიდვების მრავალარხიანი სტრატეგიის (პირდაპირი გაყიდვები, პარტნიორული ქსელი, ონლაინ პლატფორმები და კორპორატიული გაყიდვები) დაგეგმვა, განვითარება და მართვა.
- თითოეული გაყიდვების არხისთვის მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ზრდის უზრუნველყოფა.
- ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.
- კორპორატიულ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, აფილირებულ პარტნიორებთან და სხვა ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის განვითარება.
- კომპანიის ძირითადი სადაზღვევო პროდუქტების (ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტო და ქონების დაზღვევა) ბიზნეს განვითარების პროექტების ინიცირება და განხორციელება.
- ახალი პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების დანერგვის მხარდაჭერა.
- მარკეტინგისა და ციფრული არხების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტური გაყიდვების კამპანიების დაგეგმვის მიზნით.
- კომერციულ და ბიზნესის განვითარების დირექტორთან ერთად წლიური გაყიდვებისა და განვითარების გეგმების მომზადება.
- კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ბიზნეს-ქეისების მომზადება.
- შიდა დეპარტამენტებთან (ანდერრაითინგი, ოპერაციები, მარკეტინგი) ეფექტური კოორდინაცია.
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი.
- გაყიდვების არხების, პარტნიორებისა და ბიზნეს განვითარების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება.
- ბიზნეს განვითარების პროექტებისა და პარტნიორული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება (ROI).
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით.
- მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილებას გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით.
- უპირატესობა მიენიჭება დაზღვევის, საბანკო, ფინანსური სექტორში მუშაობის გამოცდილებას.
- სტრატეგიული აზროვნებას და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარს.
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს.
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) კარგ ცოდნას.
- უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2).
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს.
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს.
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან.
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- ულიმიტო სასაუბრო დროს.
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off).
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას.
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://benefits.selfrecruit.ge/s/Fx45C
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
