შემდეგი
დღეს - 10 სექ
დარაჯი
თბილისი, საბურთალო, მ. ალექსიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@sciencelib.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას დარაჯის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი N3
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი N3
სამუშაო განაკვეთი: მორიგეობით
თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული უნარები
ჩვენ გთავაზობთ
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით, თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულებითა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ დამტკიცებული მორიგეობის ყოველთვიური გრაფიკით ხელმძღვანელობა;
- დასაცავი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მუდმივი კონტროლი;
- ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობის კონტროლი;
- კორპუსში კაბინეტებისა და დარბაზების განლაგებისა და მათი თავისებურებების ცოდნა;
- მიმაგრებული კორპუსის ქონების დაცვა დაზიანების, გაძარცვის, ხანძრისა და სხვა სახის ავარიისგან;
- კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დადგენილი წესის შესაბამისად შემოვლა;
- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თსუ-ს შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
- ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და სტუმრებთან კორექტული და ეთიკური კომუნიკაცია;
- ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
- თსუ-ს შინაგანაწესისა და ბიბლიოთეკის შიდა სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი დარღვევის აღკვეთა;
- ბიბლიოთეკაში ალკოჰოლური სასმელების შეტანის, თამბაქოს მოწევისა და აზარტული თამაშების აღკვეთა;
- კორპუსში ნებისმიერი ნივთის ან ინვენტარის უნებართვოდ შემოტანისა და გატანის კონტროლი, გარდა პირადი ნივთებისა;
- დაცვისა და უსაფრთხოების სხვა თანამშრომლებთან ერთად დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ შეღწეული პირების დაკავების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევა ან ბიბლიოთეკის დირექციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
- დანაშაულებრივი ფაქტების, კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვა გართულებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თსუ-ს ოპერატიული მართვის ცენტრის, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სრული ზოგადი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- დასაბუთების უნარი;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი;
- სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და დაკვირვებულობა;
- კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
- შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.
ჩვენ გთავაზობთ
- კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge
ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
„დარაჯი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები