დღეს - 18 სექ
სტანდარტი
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამხმარე
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@asgeorgia.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა, სხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 1400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: რუსული
შპს "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი (NET)
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული კანდიდატი, რომელიც დაეხმარება უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების პროცესების მართვასა და კონტროლში. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, ოპერატიულობას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად მართვის უნარს.
ფუნქცია - მოვალეობები:
- მცველების მუშაობის მონიტორინგი და დისციპლინის კონტროლი;
- ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- ტერიტორიის ზედამხედველობა და რისკების კონტროლი;
- ობიექტზე შესვლა-გასვლის პროცესის კონტროლი;
- სამშენებლო მასალების ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი;
- ინციდენტების დაფიქსირება და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
- დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;
- საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი და ოპერატიულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
კომპანიის შეთავაზება
- სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა;
- პროფესიონალური და დინამიური სამუშაო გარემო;
- განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 სექტემბერი, 2026
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
