17 აგვ - 16 სექ
სანტექნიკოსი / კანალიზაციის სისტემების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995555667799

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება სამშენებლო სანტექნიკა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია Plumby/ფლამბი-ში ვეძებთ პასუხისმგებლიან სანტექნიკოსს, რომელიც სპეციალიზებულია საკანალიზაციო სისტემების დიაგნოსტიკასა და წმენდაში მაღალი წნევის აპარატის (ჰიდროჭავლი) გამოყენებით. თუ გაქვთ რთულ დაბინძურებებთან გამკლავების გამოცდილება და გსურთ მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

პირობები:
  • სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
  • ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან

ძირითადი მოვალეობები
  • ჰიდროჭავლით წმენდა: მაღალი წნევის წყლის ჭავლის გამოყენებით ცხიმოვანი ნალექების, ფესვების და ნარჩენების მოცილება მილებში.
  • ვიდეო დიაგნოსტიკა: კამერების მეშვეობით მილების დათვალიერება, დაზიანების ადგილის ზუსტი განსაზღვრა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
  • პრობლემების იდენტიფიცირება: კანალიზაციის გაჭედვის მიზეზების დადგენა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება (წმენდა, წერტილოვანი შეკეთება თუ მილის სრული შეცვლა).
  • პროფილაქტიკური მომსახურება: კომერციული ობიექტებისთვის (რესტორნები, ქარხნები) გეგმიური წმენდების განხორციელება.
  • აღჭურვილობის მოვლა: სპეციალიზირებული ტექნიკის, პორტატული და ჰიდროჭავლური დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გამოცდილება: მინიმუმ 6 თვე სანტექნიკის ან სადრენაჟო სისტემების მიმართულებით. ჰიდროჭავლის აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (შესასძლებელია ადგილზე შესწავლაც)
  • ტექნიკური ცოდნა: სხვადასხვა მასალის მილების (PVC, თუჯი, კერამიკა) სპეციფიკის ცოდნა.
  • ფიზიკური გამძლეობა: მუშაობა რთულ პირობებში, მძიმე აღჭურვილობის მართვის უნარი.
  • პასუხისმგებლობა: უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა მაღალი წნევის აპარატებთან მუშაობისას.
  • კომუნიკაცია: კლიენტებთან თავაზიანი მომსახურება და პრობლემის არსის გარკვევით ახსნა.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის ტარების გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: plumbygeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555667799
შეკეთება / მონტაჟი
სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
სამშენებლო
სანტექნიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები