დღეს - 10 სექ
სტანდარტი
ფილიალის მენეჯერი
ფოთი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stevejobs.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
განათლების მენეჯმენტი, სკოლამდელი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1698 - 2295
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
განათლების მენეჯმენტი, სკოლამდელი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი,დირექტორი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
STEVE JOBS AMERICAN ACADEMY აცხადებს ფილიალის მენეჯერის ვაკანსიას ფოთში
ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ოფიციალურადა არის აღიარებული Harvard University-ს მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.
ვის ვეძებთ: თუ გრძნობ, რომ შენი შესაძლებლობები მასშტაბურია და გჭირდება ადგილი, სადაც დემოკრატიულ და პროფესიონალურ გარემოში შეძლებ შენი თავის გამოვლენას, თუ გიყვარს ბავშვები, თუ ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, მაშინ შეგიძლია გახდე აკადემიის გუნდის წევრი, სადაც მომავალი ლიდერები იზრდებიან!
თანამდებობის დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მდებარეობა: ქ. ფოთი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე - 40 საათი.
სამუმუშაო დღეები: ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, საიდანაც შაბათ-კვირას სამუშაო სრულდება ადგილზე, ხოლო, დანარჩენი დღეები - დისტანციურად.
ხელფასი: 1658-დან 2295 ლარამდე (Gross)
პოზიციის მიმოხილვა: მენეჯერი კომპანიის ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად მართავს შესაბამის ფილიალს წინასწარ დადგენილი სტანდარტების მეშვეობით. იგი სრულად არის პასუხისმგებელი ფილიალის როგორც ადმინისტრაციული პროცესების, ისე აკადემიური პროცესის წარმართვის ორგანიზებაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
- მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური და ციფრული უნარების ქონა, მათ შორის AI ინსტრუმენტები და საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- უპირატესობა მიენიჭება განათლების მიმართულებით საქმიანობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
უნარ-ჩვევები:
- ბავშვებისადმი სიყვარული და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო აღწერილობა:
1. საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმართვა:
- აკადემიაში სასწავლო პროცესის, გამოცდებისა და მიმდინარე პროექტების ორგანიზება;
- ტრენერთა მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას მათი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სხვა შიდასამართლებრივი აქტების სრული დაცვის კონტროლი;
- წინასწარ განსაზღვრული სასწავლო გეგმის შესაბამისად ტრენინგების ჩატარების ზედამხედველობა, მათ შორის, ტრენერთა მიერ ჩატარებული ტრენინგების თემატიკის, ტრენინგის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და თანმიმდევრობის სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;
- მშობელთა საკომუნიკაციო ჯგუფების მართვა;
- სტუდენტთა უსაფრთხოების უზრუნველფობა.
2. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოზიდვა და კმაყოფილების უზრუნველყოფა, კერძოდ:
- არსებული აკადემიური პერსონალის კმაყოფილებაზე ზრუნვა, საყურადღებო შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში აკადემიური პერსონალის კმაყოფილების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი პირისთვის მიწოდება;
- შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კვალიფიციური პერსონალის მოზიდვის ან მოზიდული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ზემდგომი პირისთვის წინადადებების წარდგენა;
- ახალი პერსონალის მიღებისა და ადაპტაციის პროცედურის წარმართვა.
3. სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, კერძოდ:
- სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი, საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და სტუდენტების ან მათი მშობლების მხრიდან ნებისმიერი, მათ შორის, უმცირესი უკმაყოფილების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რეაგირება და ზემდგომი პირის ინფორმირება;
- შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტთა და მშობელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი პირისთვის მიწოდება;
- პერიოდულად, ხარისხის შეფასების მექანიზმებში, თავისი როლის შესაბამისად, მონაწილეობის მიღება, განხორციელებული ხარისხის გარე შეფასების მექანიზმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსწორების ხელშეწყობა;
- ყოველი თვის ბოლოს რეპორტის ფორმის შევსებაში, თავისის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 სექტემბერი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@stevejobs.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება“ფოთის ფილიალის მენეჯერი”. ამ სათაურის გარეშე აპლიკანტის განაცხადი შეიძლება არ იქნას განხილული.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებებს!
მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
