შემდეგი
14 აგვ - 12 სექ
ანაზღაურებადი სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: pkf@pkfgeorgia.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „PKF Georgia“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
დამატებითი ინფორმაცია:
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:30
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკონ ნიკოლაძის #3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაზისო განათლება აუდიტის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
- ინგლისური ენა: B2 დონე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი არის Excel-ის ცოდნა);
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეგექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია;
- პროაქტიულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობის მიღება. კერძოდ:
- აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის პროცესსა და დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულებაში მონაწილეობა;
- კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის პროცედურების შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
- ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა;
- აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვებასა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებაში მონაწილეობა;
- ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვებასა და შერჩევით გადათვლებში მონაწილეობა;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
- წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიმოხილვაში მონაწილეობა;
- აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობა.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივით;
- პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
- სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- სამუშაო გრაფიკისა და უნივერსიტეტის სასწავლო განრიგის შეთავსების შესაძლებლობას;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
- პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები