14 აგვ - 12 სექ
აუდიტორის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „PKF Georgia” აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00-18:30
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის;
  • ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ძირითადი საბაზისო ცოდნა;
  • ACCA-ს პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეგექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია;
  • პროაქტიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილებოს მიღება. კერძოდ:
  • აუდიტის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
  • კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა და შესაბამისი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება;
  • წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მიმოხილვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება და შერჩევითი გადათვლების განხორციელება;
  • აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;
  • აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების განხილვა აუდიტის გუნდის წევრებთან;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
  • სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "აუდიტორის თანაშემწე".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები