13 აგვ - 11 სექ
მთავარი მექანიკოსი
მარტვილის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი წარმოება/ოპერაციები მექანიკა
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2890

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
    წარმოება/ოპერაციები მექანიკა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მარტვილის სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის მთავარი მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. მარტვილი, ზ. გამსახურდიას ქ. №114
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება : 2 890 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მექანიკური მოწყობილობების, ძრავებისა და ტუმბოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ნაგებობების მექანიკური აღჭურვილობის დეტალური შემოწმება;
  • ტექნოლოგიური პროცესის აგრეგატების და ნაგებობების ფუნქციონირებაზე, საექსპლუატაციო და ტექნიკურ მომსახურებზე კონტროლი და მონიტორინგი (მათ შორის მიმღები სატუმბო სადგური, გისოსების შენობა, ქვიშდამჭერი, ანაერობული ავზები, ბიოფილტრის სატუმბო სადგურები, სარეცირკულაციო სატუმბო სადგურები, წვეთოვანი ფილტრები, ბიოფილტრები, მეორადი სალექარები, სალამე საშრობი მოედნები);
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სასურველია - ტექნიკური.
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
წარმოება/ოპერაციები
მექანიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები