დღეს - 10 სექ
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება, HR ადმინისტრაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება, HR ადმინისტრაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სადაზღვევო კომპანია ალფა სამედიცინო ჰოლდინგ „ავერსი“–ს შვილობილი კომპანიაა.

ალფა დაარსდა 2009 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია მუდმივად განვვითარდეთ თქვენი სურვილების შესაბამისად და უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე.

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00

ფუნქცია–მოვალეობები:
  • HR პოლიტიკის, პროცედურების და შიდა სტანდარტების შემუშავება, HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრული მართვა;
  • კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა — ბრძანებების, შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების და სხვა შიდა დოკუმენტების მომზადება, განახლება და თანამშრომლებისთვის გაცნობა;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება, არსებული სტრუქტურის პერიოდული განახლება;
  • თანამშრომლების განვითარების საჭიროების გამოვლენა და შესაბამისი ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება
  • თანამშრომელთა უწყვეტი გადამზადების სისტემის დანერგვა;
  • შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ზრუნვა;
  • შიდა სტანდარტების მომზადება/განახლება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და საბონუსე სისტემების შემუშავება/დანერგვა და განხორციელება;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შექმნა/განხორციელება;
  • თანამშრომელთა წახალისების მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • HR დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • Payroll-ის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის (ტაბელის) წარმოება და გაცნობა;
  • თანამშრომელთა დაზღვევის პროცესის მართვა.
  • HR ანგარიშებისა და შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • HR სფეროში, მათ შორის HR-ის სხვადასხვა მიმართულების მართვის გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი
  • შრომის კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონის/ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება,
HR ადმინისტრაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები