დღეს - 05 სექ
სტარტი
უნივერსალური ბანკირი
თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • ენები: ქართული
ტერაბანკის თელავის ფილიალში უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • გაქვს კომუნიკაციის და გაყიდვების კარგი უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:
  • ფიზიკური პირების მომსახურება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
  • საკრედიტო და საოპერაციო პორტფელის ზრდა და კონტროლი
  • საკრედიტო და საოპერაციო საბანკო პროდუქტების გაყიდვა
  • სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკრედიტო პორტფელის დაფარვების მონიტორინგი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel)

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ.ბაგრატიონის ქ. #1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათს 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე)
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | უნივერსალური ბანკირი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 21 აგვისტო
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები