დღეს - 26 აგვ
ვიპ
დამხმარე მძღოლ-დისტრიბუტორი
თბილისი, გლდანი, ბოჭორიშვილის ქ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, შიდა ლოგისტიკა, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი, საწყობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი,საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
შპს მით სთოქი (ბრენდი "შინაური") აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში, შინაურის გლდანის საწარმოში.

კომპანიის შესახებ:
ბრენდი „შინაური” 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ამარაგებს საქართველოში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ღორის ხორცით.

2026 წელს ვგეგმავთ პროდუქტის დივერსიფიცირებასა და გეოგრაფიულ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, რომ შევქმნათ წარმატებული და ძლიერი ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად მიაწვიდის პროდუქტს მომხმარებელს.

ჩვენ ვართ მზარდი, მაგრამ შეკრული გუნდი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს კომპანიაში თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ შრომა და ინიციატივები უნდა დაფასდეს და პროფესიული განვითარება უნდა წახალისდეს. ჩვენი მენეჯმენტი ყოველთვის მზადაა თანამშრომლების მოსასმენად, კოლეგები კი მხარდასაჭერად.

თუ ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები დაფასდება, ხოლო თქვენი ზრდა პრიორიტეტი იქნება, შემოგვიერთდით, ერთად გავიზარდოთ!

ძირითადი საქმიანობა: ნედლი ხორცის საბითუმო ვაჭრობა, ხორცის დამუშავებული ნაჭრების სარესტორნო და სუპერმარკეტის ქსელებში მიწოდება, ხორცის ნახევარფაბრიკატების დამზადებად და რეალიზაცია.

შეთავაზება:
  • სამუშაო გრაფიკი: 07:00-დან 15:00-მდე, კვირაში 3 დღე, 09:00-დან 17:00-მდე კვირაში 2 დღე.
  • ანაზღაურება: დარიცხული 1,650 ლარი (გადასახადების და საპენსიოს გარეშე, ხელზე ასაღები 1,300 ლარი) და კორპორატიული სადაზღვევო პაკეტი.

პოზიციის ძირითადი მიზანი
კლიენტების მომარაგება ნედლი ხორცითა და ხორც-პროდუქტებით მსუბუქი მაცივარ-მანქანის საშუალებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
  • შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით (მაცივარ-მანქანით);
  • სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და უშუალო დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალებს შორის გადაზიდვების წარმოება დღის განმავლობაში;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის;
  • საწვავის ხარჯვის კონტროლი;
  • დისტრიბუციის მენეჯერის დავალებების შესრულება პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • სასურველია მძღოლად/სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სიზუსტე შეკვეთებთან, პროდუქციის რაოდენობასთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ანგარიშვალდებულება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი,
შიდა ლოგისტიკა,
მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია,
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 1