შემდეგი
დღეს - 01 სექ
სტანდარტი
ER რეგისტრატურის ხელმძღვანელი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@clinicrustavi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: რუსული,ინგლისური
შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატურის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლსი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მიმართულებით)
- კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილბა
- სასურველია უცხოური ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- რეგისტრატორების საქმიანობის კოორდინაცია, გრაფიკებისა და ნაკადების მიხედვით როტაცია, სტაჟიორთა და თანამშრომელთა გადამზადება, მათი საქმიანობის შეფასება და ვიზუალურ სტანდარტებზე ზრუნვა.
- მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება/მოგვარება.
- სტაციონარული პაციენტების (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა) სწორი რეგისტრაციის მონიტორინგი, მონაცემების სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა და დღის ბოლოს დოკუმენტაციის მოწესრიგება.
- სალარო ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება), ფულადი სახსრების აღრიცხვა, მართვა, ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
ძირითადი უნარები და კომპეტენციები:
- სიზუსტე დოკუმენტებისა და მონაცემების დამუშავებისას.
- მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე., შაბათი 9:00 – 14:00სთ
მისამართი: რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ ტქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@clinicrustavi.ge
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები