დღეს - 03 სექ
სტარტი
ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599959913

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1863

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი , მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი- 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი

თანამდებობრივი სარგო - 1863 ლარი.

კონკურსის პირობები:

ფუნქციები:
  • ახორციელებს და ორგანიზაციას უკეთებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების (სკს) შესრულებას, განსაზღვრავს მათი განვითარების პერსპექტივებს, ირჩევს მეთოდებსა და საშუალებებს კვლევების ჩასატარებლად, სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფებისათვის წარდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად, კერძოდ:
  • ნანოტექნოლოგიების ათვისება და სხვადასხვა ტიპის ოქსიდურ და არაოქსიდურ ნაერთთა ულტრადისპერსული ფხვნილების მიღება;
  • ფხვნილოვანი კომპოზიტების შედგენა და მათგან თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მასალების მიღება: მათი ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებების დადგენა;
  • სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ნაკეთობების მიღება და მათი საექსპლუატაციო მახასიათებლების დადგენა;
  • ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ქიმიური მეთოდების დამუშავება;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ლაბორატორიის ამოცანების გადასაჭრელად.
  • ამუშავებს და წარუდგენს წინადადებებს ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელობას ლაბორატორიის პერსპექტიული პროექტების და წლიური გეგმების, ქვედანაყოფის განვითარების, სკს გაუმჯობესების შესახებ;
  • ახორციელებს ურთიერთობას სკს-ს პოტენციურ შემკვეთებთან ტექნიკურ საკითხებზე სკს-ის შესასრულებლად;
  • ხელმძღვანელობს ტექნიკური დავალების, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, სამუშაოების კალენდარული გრაფიკის შემუშავებას;
  • წარუდგენს ინსტიტუტის ხელმძღვანელობას დაგეგმილ სკს-ის შესასრულებლად აუცილებელ (ლაბორატორიის, ინსტიტუტის პირადი შემადგენლობიდან) პირთა სიას;
  • პირადად მონაწილეობს სკს-ის შესრულებაში, აკონტროლებს თანამონაწილეების მიერ სამუშაოების შესრულების ხარისხს;
  • ამზადებს საანგარიშო დოკუმენტაციას შესრულებულ სკს-ზე სამეცნიერო საბჭოსთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა;
  • ორგანიზება და პასუხისმგებლობა სხვა ორგანიზაციებთან ლაბორატორიის პროფილით თანამშრომლობისათვის აუცილებელი მასალების, სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებაზე;
  • ლაბორატორიის სამეცნიერო სამუშაოების ჩართვის ორგანიზება სახელმწიფო ან საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებით გათვალისწინებულ დაფინანსებაში;
  • ლაბორატორიის მოთხოვნილების განსაზღვრა მატერიალურ და ფინანსურ რესურსებში, შესაბამისი განაცხადების მომზადებისა და წარდგენის ორგანიზება დადგენილი წესის მიხედვით;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დირექციის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების (კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალები და ნაკეთობები, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის ქიმიური მეთოდები და სხვა თანამედროვე მიმართულებების) შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • კონკურსანტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან რუსულ ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (sipt@sipt.org) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (იხ.განცხადების ფორმა);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ავტობიოგრაფია/CV;
სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

კომპეტენციები:
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პროფესიონალიზმი, პროდუქტიულობა.

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მისამართზე ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. 7, ოთახი 629 ან ელექტრონულად ელ ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2026 წლის 07 სექტემბერს 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი გაიმართება 2026 წლის 14 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 599959913

მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია,
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები