დღეს - 02 სექ
სტანდარტი
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს სამარლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

პროფესორი - 10;
ასოცირებული პროფესორი - 5;
ასისტენტ - პროფესორი - 2;
ასისტენტი - 3.

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება: დოქტორანტი.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
  • სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა:
1.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 3 აგვისტოს;
2.აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 3 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე;
3.კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 22 სექტემბერი;
4.კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 24 სექტემბერი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
5.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 სექტემბერს.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).

საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
vacancy@neu.edu.ge


მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები