დღეს - 03 აგვ
სტანდარტი
კაფეტერიის უფროსი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება რესტორნის მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება რესტორნის მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად:

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: განათლება:
  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.

პროფესიული და ტექნიკური კომპეტენციები:
  • ოპერაციული პროცესების მართვის უნარი
  • დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
  • ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უნარები;
  • MS Oficce (Word, Excell) - საბაზისო დონეზე.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თსუ-ს კაფეტერიის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
  • კაფეტერიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მისი გამართული ფუნქციონირების წარმართვა;
  • კაფეტერიის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მითითებებისა და სამუშაო დავალებების მიცემა;
  • კაფეტერიის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
  • კაფეტერიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
  • კაფეტერიის ფუნქციონიერების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების წარდგენა საჭირო მოწყობილობებისა და ინვენტარის შევსების, შიდა სტრუქტურის ოპტიმიზაციის, თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
  • კაფეტერიის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება;
  • კაფეტერიის ფინანსური საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

თსუ კაფეტერიის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;


ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 29 ივლისიდან 2026 წლის 3 აგვისტოს 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ,,კაფეტერიის უფროსი’’.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი,
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები