დღეს - 20 აგვ
სტარტი
სწავლება-სტაჟირება - იმპორტის ანალიტიკოსი ბუღალტერიაში
თბილისი, ფონიჭალა, მარელისის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები მონაცემთა ანალიტიკა ბუღალტერიაში
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500 - 1800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ბორან ლაითი აცხადებს სწავლება-სტაჟირებას - იმპორტის ანალიტიკოსი ბუღალტერიაში (თბილისი)

კომპანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. #44

პირობები:
სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: 1 თვე 1500 ლარი, 3 თვის შემდეგ 1800 (შემდეგში ანაზღაურების ზრდა შესრულებული საქმიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით და შეასრულებთ:
  • იმპორტთან დაკავშირებული ბუღალტრული პროცესების საფუძვლებს
  • შესყიდვებიდან მიღებული დოკუმენტაციის შემოწმებასა და დამუშავებას
  • საბაჟო დეკლარაციებთან მუშაობას და კორექტირებების პროცესს (RS.GE)
  • პროდუქციის თვითღირებულებისა და მარჟების დათვლის პრინციპებს
  • იმპორტის ოპერაციების ასახვას პროგრამაში
  • რეპორტების მომზადებას და ინფორმაციის კომუნიკაციას შესაბამის გუნდებთან

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბუღალტერია / ფინანსები / ეკონომიკა) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) საბაზისო ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
  • ბუღალტრული პროცესების მიმართ ინტერესი

უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ბუღალტერია / ფინანსები
მონაცემთა ანალიტიკა ბუღალტერიაში
ნახვები
უნიკალური ნახვები