შემდეგი
დღეს - 19 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: რუსული,ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს 400-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 - მდე თანამშრომელს. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის 140
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!

- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობებისა და ა.შ.) შედგენა, რისკების განსაზღვრა;
- სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
- კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კომპანიის წარმომადგენლობა და კომუნიკაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
- კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული მიმართულების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება;
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები