შემდეგი
დღეს - 19 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს 400-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 - მდე თანამშრომელს. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის 140
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი და სრული მართვა, მათ შორის რეგიონალურ დონეზე;
- დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციების და დავალებების განაწილება;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების შეთავაზება;
- სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების (მაგ: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობებისა, კრების ოქმების, და ა.შ.) პროექტების მომზადება და შესაბამისი იურიდიული რისკების განსაზღვრა;
- სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული, შრომითი, საგადასახადო და კორპორაციული სამართლის საკითხებზე პროცესებში მონაწილეობა და ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურების კონსულტირება;
- კომპანიის და კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ასევე, მისი დამფუძნებლის სახელით სასამართლო და სააღსრულებო პროცესებში წარმომადგენლობა და შესაბამის ინსტანციებში მონაწილეობის მიღება (შიდა ბრძანების ანდა მინდობილობის საფუძველზე);
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათი კომპანიის საქმიანობაზე გავლენის შეფასება ასევე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიაში არსებული სხვადასხვა მიმართულებების საცალო ქსელის, კორპორაციული მომსახურების, ელ.კომერციის და სადისტრიბუციო მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- სახელმწიფო ორგანოებთან, საზედამხედველო, მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია და საჭიროებისას კომპანიის წარმომადგენლობა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
- კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოებში, არბიტრაჟებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- კომპანიის სადაზღვევო მიმართულების კოორდინაცია და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
- ადვოკატის ლიცენზიის ქონა (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
- ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- კრიტიკული აზროვნების და სტრატეგიული მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კრიზისული სიტუაციების მართვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები