17 ივლ - 15 აგვ
ფანდრაიზინგის გუნდის კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება, კლინიკური ფსიქოლოგია
  • ენები: ინგლისური
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ფანდრაიზინგის გუნდის კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პირისპირ (Face-to-Face) ფანდრაიზინგის არხის განვითარება - ინდივიდუალური დონორებისგან რეგულარული შემოწირულობების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება. პოზიციის მიზანია ინდივიდუალური დონორების მოზიდვა და ამ გზით, ორგანიზაციის ფინანსური თვითკმარობის უზრუნველყოფა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსება.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფიზიკური პირებისგან (ინდივიდუალური დონორებისგან) რეგულარული ფინანსური შემოწირულობების მოზიდვა და F2F არხის, როგორც სტაბილური შემოსავლის წყაროს, განვითარება;
  • ინდივიდუალური ფონდების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, დაგეგმილი აქტივობების კოორდინირება;
  • საველე გუნდის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, კვირის, თვის, კვარტლისა და წლის მიზნების განსაზღვრა, შედეგების მონიტორინგი და შესრულების შეფასება;
  • გუნდის კოორდინაცია, მხარდაჭერა და მოტივირება; საველე ლოკაციებზე ვიზიტები, გუნდის მუშაობაზე დაკვირვება და უკუკავშირის გაცემა;
  • საველე არეალის გაფართოება - ახალი პოტენციური შიდა და გარე ლოკაციების იდენტიფიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ორგანიზაციის ცნობადობისა და შემოწირულობების გაზრდის მიზნით საჯარო ღონისძიებების, თემატური აქტივობებისა და თავშეყრის ადგილების მოძიება, ღონისძიებებში საველე გუნდის ჩართვა;
  • ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
  • ინდივიდუალური ფონდების მოზიდვის, მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინირების - გამოცდილება;
  • ფონდების მოზიდვის, პირდაპირი გაყიდვების ან ტელემარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • MS Office-ის კარგად ცოდნა; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვის, მისიისა და ღირებულებების გაზიარება.

პიროვნული თვისებები:
  • ლიდერობის, გუნდის კოორდინაციისა და მოტივირების უნარი;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კრეატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანგარიშგებისა და ანალიტიკური უნარები;
  • პროფესიული განვითარების, სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • მრავალფეროვან, მეგობრულ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • საერთაშორისო ფონდების მოზიდვის ქსელზე წვდომას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმაში ინტეგრირებულ ფონდების მოზიდვის ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას;
  • შესაძლებლობას, თქვენი ყოველდღიური საქმით რეალური წვლილი შეიტანოთ ბავშვების კეთილდღეობასა და მათ უკეთეს მომავალში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ლოიალობის კოორდინატორი“

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა და მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია მოქმედებს თავისი ქოლგა ორგანიზაციის - „SOS Children's Villages International“-ის - დებულების შესაბამისად, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვა; ასევე, ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.sos-childrensvillages.ge

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
ნახვები
უნიკალური ნახვები